ურეკი-შეკვეთილის გენერალური გეგმის და განაშენიანების გეგმის განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია გადაიხედება. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, შემუშავდება ტერიტორიების განვითარების პრიორიტეტები. განისაზღვრება საზოგადოებრივი სივრცეების, საფეხმავლო კავშირების, ველობილიკების, მრავალფუნქციური დასვენება-გართობისა და სპორტული ობიექტების განვითარების ახლებური ხედვა. პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივების დასაქმებას და ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. პროექტის შემუშავება 2025 წელს დასრულდება.