- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო 2021 წლის 11 ივნისს შეიქმნა. უწყების მიზანია სივრცითი დაგეგმვის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით ღონისძიებების გატარება.
სააგენტო შეიმუშავებს სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის პოლიტიკას, უზრუნველყოფს დარგის მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციას და მართვას. მონაწილეობს სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან მათი ნაწილების შემუშავებას, ამზადებს საექსპერტო დასკვნებს სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფციის, პროექტისთვის ან მათი ნაწილისთვის. განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიასა თუ ზონაში ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიცირებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციას და პროექტს. გასცემს ქალაქთმშენებლობით დასკვნებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურულ ან სხვა, მსგავს სამშენებლო პროექტებზე. განიხილავს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დოკუმენტაციას.
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილ სხვა საქმიანობასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს - ტრენინგების ორგანიზება-ჩატარებას, კვლევების მომზადებას, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურებას, სივრცის დაგეგმარების და ქალათმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას.