- აზიის განვითარების ბანკი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობას აძლიერებს. მისი მხარდაჭერით, საქართველოს I სივრცითი განაშენიანების ეროვნული კონცეფცია შემუშავდება. ამასთანავე, 2025 წელს აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მომზადდება:
- 1. ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმები
- 2. საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმა
- 3. მუხრანის ველის სივრცითი განვითარების გეგმა
- 4. ოზურგეთისა და ახალციხის გენერალური გეგმები
- 5. ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი და განაშენიანების გეგმები
- პროექტების განსახორციელებლად, აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება სერვისების გაციფრულებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში, რაც თავის მხრივ, ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.