საქართველოს საკურორტო ზონებისთვის
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესს საფრანგეთის კურორტების
მართვის ხუთეულში შემავალი კომპანია GMDS (Grand Massif Domaines Skiables) გაეცნო.
კომპანიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში ბალნეო-კლიმატური კურორტი მუაში, ზესხოს ხეობა, ყორულდაში, სათხილამურო კურორტები: ჰაწვალი, ზურულდი და თეთნულდი, ასევე, პოტენციური სამთო კურორტი - მრავალძალი მოინახულეს.
საფრანგეთის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.