სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში, სპეციალისტები ამჯერად იმერეთის რეგიონიდან გადამზადდნენ. ტრენინგების სერია ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით დაიწყო. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელ ქვეყანას მოიცავს. ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, სივრცითი კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, როგორიცაა - სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა თუ სხვა, დისტანციურად განხორციელდება.