ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში ერთიანი საინფორმაციო სისტემა (MSDA) დაინერგა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში ერთიანი საინფორმაციო სისტემა (MSDA) დაინერგა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში ერთიანი საინფორმაციო სისტემა (MSDA) დაინერგა. სიახლის შედეგად, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი პროექტები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მოქალაქეებს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება, დისტანციურად, განცხადების საფუძველზე, უსასყიდლოდ შეუძლიათ.


MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება სამი პლატფორმისგან:

  • ·       მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge  

·       საქართველოს ინტერაქტიული https://maps.municipal.gov.ge  

·       დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge  


მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება, განაშენიანების გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმა თუ სამართლებრივი საკითხები, საქართველოს ინტერაქტიულ რუკაზე ავტომატურად აისახება და ყველა დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.


აღნიშნული სისტემა, ასევე, მოიცავს:

·     ფიზიკური და იურიდიული პირის პირად გვერდს;

·     ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;

·     წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;

·     საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;

·     სააგენტოს გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს;

·     ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს. 



ერთიანი საინფორმაციო სისტემის (MSDA) დანერგვას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ", ასევე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს  შორის ურთიერთანამშრომლობის  შესახებ მემორანდუმი.