ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბაკურიანისა და მისი მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბაკურიანისა და მისი მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, ბაკურიანისა და მისი მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სადაც გეგმის მეოთხე ეტაპისთვის მომზადებული მასალები და შემდგომი სამუშაოების მიმართულებები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ყურადღება დაეთმო გეგმის ფარგლებში მომზადებულ გრაფიკულ მასალებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი დეტალური განხილვა და ანალიზი მნიშვნელოვანია ტერიტორიის განვითარების ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების უკეთ განსაზღვრისთვის. შეთანხმების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტს ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების დეტალურ რუკებს მიაწვდის. მუნიციპალიტეტი მიღებულ მასალებს შეისწავლის და სააგენტოს გეგმის შემდგომი მომზადებისთვის შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს. ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია ტერიტორიის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად, არსებული სივრცითი თავისებურებების, ინფრასტრუქტურული საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა დაგეგმარების პროცესში ხელს უწყობს დოკუმენტში მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების ასახვას. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, საკრებულოს წარმომადგენლები და ბაკურიანის სივრცის დაგეგმარების გეგმაზე მომუშავე გუნდის წევრები.