ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავების პროცესში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგების შესახებ

შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავების პროცესში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავების პროცესში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს. სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სივრცითი დეპარტამენტის, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტების, ონის მუნიციპალიტეტის მერისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ გეგმარების პროცესი გაითვალისწინებს და შეაჯერებს მთიან რეგიონში არსებულ ინტერესებს, ონის კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორებს. ამასთან, გეგმა წარმოადგენს მდგრადი დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებს.
პროექტს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს. კონსორციუმის ლიდერია იტალიური კომპანია “JV between Keios Srl”, მისი თანაპარტნიორი კი “CMC LLC” (საქართველო) ხოლო ქვეკონსულტანტი “Adapt 40” (დიდი ბრიტანეთი).