ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების ფარგლებში შეხვედრა შედგა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების ფარგლებში შეხვედრა შედგა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმა მომზადდება. დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ლაგოდეხის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა შედგა. საბაზისო-თემატური გეგმა მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება. მას “არქიტექტურულ-დიზაინერული ჯგუფი” შეიმუშავებს. საორგანიზაციო შეხვედრაზე, საპროექტო ჯგუფის მომზადებული პრეზენტაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საბაზისო-თემატური გეგმის მომზადება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.