ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქალაქ ონის და სოფელ ღების განაშენიანების დოკუმენტის შემუშავების პროექტზე ისაუბრეს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.

სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა პროექტის განხორციელების პროცესში ონის კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორების გათვალისწინებაზე. შეხვედრას მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ექსპერტები ესწრებოდნენ.