ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა ურეკი - შეკვეთილის განაშენიანების გეგმის განახლების შესახებ

შეხვედრა ურეკი - შეკვეთილის განაშენიანების გეგმის განახლების შესახებ

ოზურგეთში, ურეკი - შეკვეთილის განაშენიანების გეგმის განახლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.


„დღეს სამუშაო შეხვედრა გავმართეთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სადაც ურეკი - შეკვეთილის განაშენიანების გეგმის განახლების შესახებ ვისაუბრეთ. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსთან, იოანე მენაბდესთან ერთად, გენერალური გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განვიხილეთ, რომელიც კურორტის მდგრად განვითარებას და სარეკრეაციო ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.


პროექტზე, რომელიც სააგენტოს დაკვეთით განხორციელდება, არქიტექტურული კომპანია ,,ნიუ სითი დეველოპმენტი” და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.