საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის მზადების პროცესი განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიამ. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური ესწრებოდა.
საკონსულტაციო კომპანია სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment) ფარგლებში ხორციელდება.