ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვა ოზურგეთის მერიაში

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვა ოზურგეთის მერიაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომლის დროსაც იტალიური საკონსულტაციო კომპანიის HIDRIA Ciencia Ambiente y Desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენებთან შავი ზღვის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები განიხილა. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმა მიზნად ისახავს სანაპირო არეალის სახმელეთო და საზღვაო პოტენციალის განვითარებას. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB)დაფინანსებით, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Program) ფარგლებში ხორციელდება. მრავალსექტორული შეხვედრების დასრულების შემდეგ საკონსულტაციო ჯგუფი პროექტის პირველი ეტაპის კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებს შეაჯამებს, რის საფუძველზეც პროექტი მეორე ეტაპზე გადავა. ჩამოყალიბდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის განვითარების ხედვა და სტრატეგია. შეხვედრას ოზურგეთში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეშვილი და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Program) ქალაქმგეგმარებელი ელენე მაჩაიძე დაესწრნენ.