ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან

შეხვედრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან

ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოს სივრცითი და ურბანული მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს სივრცითი და ურბანული განვითარების მიმართულებით არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეროვნული გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შემდგარ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. მათ შორის შეეხნენ სივრცითი და ურბანული განვითარების ელექტრონული პლატფორმების, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურების პროვაიდერების მიერ ელექტრონული პლატფორმების გამოყენების პრაქტიკას. ასევე, BIM ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თანამედროვე ქალაქთმშენებლობისა და პროექტირების პროცესების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
დელეგაცია საქართველოში, ყირგიზეთის რესპუბლიკის მშენებლობის, არქიტექტურის, საცხოვრისის და კომუნალური მომსახურების მინისტრის მოადგილის, ბაქთიარ სტანბეკოვის ხელმძღვანელობით იმყოფება. ურბანული, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსაინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლობებისგან შემდგარი დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო ენუქიძეს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს, ზურაბ წიკლაურს და მის მოადგილეს, თინათინ ყოლბაიას შეხვდნენ.