ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრები UN Habitat-ის II გენერალური ასამბლეის ფარგლებში

შეხვედრები UN Habitat-ის II გენერალური ასამბლეის ფარგლებში

საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და საქართველოსთვის ადაპტირება იყო გაეროს ადამიანის განსახლების პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა. სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ საკითხი UN Habitat-ის იურიდიულ, პოლიტიკის და მმართველობის დეპარტამენტთან, სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა; იმსჯელეს UN Habitat-ის შემუშავებული სახელმძღვანელოების, საუკეთესო პრაქტიკის და სტრატეგიების საქართველოსთვის ადაპტირების პროცესზე.

ასამბლეის ფარგლებში, იოანე მენაბდე ბოსნია-ჰერცეგოვინის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. აუდიენცია გაიმართა კენიის, ინდონეზიის, სერბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის ურბანული სააგენტოს ხელმძღვანელებთან. საერთაშორისო ორგანიზაციის ISOCARP-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მათი საქართველოში შემოსვლის პერსპექტივა იყო განხილული.

UN Habitat-ის მეორე გენერალური ასამბლეა კენიის დედაქალაქ ნაირობიში, 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.