თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის
სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, კონცეფციის საჯარო განხილვა ჩატარდა.
დასაგეგმარებელი არეალი ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების,
ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს
მოიცავს.
საჯარო განხილვას ყველა დაინტერესებული
პირი დაესწრო და საპროექტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას გაეცნო. კონცეფციის
წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წერილობითი შენიშვნებისა
და მოსაზრებების წარსადგენად მოქალაქეებს 15 სამუშაო დღის ვადა განესაზღვრათ.
დაგეგმვა დასახლებების მდგრად განვითარებას,
საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობას, ღირსეულ, უსაფრთხო გარემოს შექმნას და განვითარებას
ემსახურება.