ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
United Nations Habitat-ის მეორე ასამბლეის გახსნა

United Nations Habitat-ის მეორე ასამბლეის გახსნა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ კენიაში, United Nations Habitat-ის მეორე ასამბლეის გახსნაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მან მოხსენებისას ყურადღება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში სივრცითი დაგეგმვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამ პროცესში კლიმატის ცვლილებების მართვის, ადამიანზე ორიენტირებული ქალაქგეგმარების, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სწორი დაცვისა და ეკონომიკური განვითარების ბალანსის აუცილებლობა გამოჰყო.

სესიას, რომელიც კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ გახსნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5000 დელეგატი, მათ შორის 80-მდე მინისტრი ესწრებოდა. ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების მონაწილეობით მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. ასევე, წარმოდგენილი იქნება ურბანული პროექტები, საცხოვრებლის, ტრანსპორტის, ენერგიისა და კლიმატის ცვლილების გამოწვევების დასაძლევად საუკეთესო საერთაშორისო მაგალითები. ასამბლეა, გაეროს ადამიანის განსახლების პროგრამისა და კენიის მთავრობის ორგანიზებით, ნაირობიში, 5-9 ივნისს იმართება.