ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მიმდებარე ტერიტორიებისთვის სივრცითი დაგეგმარების გეგმა მომზადდება. საპროექტო ჯგუფმა დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაიწყო.


პროექტის სამზადისს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, მომუშავე ჯგუფისგან გაეცნო. შეხვედრაზე საპროექტო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა წარადგინა. აუდიენციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და მისი განვითარების შესაძლებლობები ადგილზე განიხილეს.


გეგმის მოსამზადებლად სპეციალისტები ინფრასტრუქტურას, გარემოს, ეკოლოგიას, სოციოლოგიასა და სხვა დარგობრივ მიმართულებებს შეისწავლიან, გამოკითხავენ ადგილობრივ მოსახლეობას და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს განსაზღვრავენ.


სივრცითი დაგეგმარება მუნიციპალიტეტების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.