ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების დასკვნით ეტაპზე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. პრეზენტაცია მოქალაქეებს საპროექტო კომპანია "სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელმა გააცნო. საპროექტო სამუშაოები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, დასახლების მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის ტარდება. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხი პროექტის ავტორებისგან მიიღეს. პროექტის დასკვნით ეტაპზე გადაიხედება მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. მოქლაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოადგინონ რეკომენდაციები როგორც ბეჭდური, ისე - ელექტრონული სახი, შემდეგ მისამართზე: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო - მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მის: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, №5; ელ.ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://drive.google.com/.../1OxyGdwg3COO6E8wV8N3PmZr... შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე ბიბო პაპიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.