ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების განახლება დაიწყო

ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების განახლება დაიწყო

ქალაქ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია გადაიხედება. პირველ - კვლევის ეტაპზე, შემუშავდება დასაფარი საკითხების მეთოდოლოგია. ინფორმაციის შეგროვების მიზნით, საველე სამუშაოები და სოციოლოგიური გამოკითხვები ჩატარდება. გაიმართება კონსულტაციები დარგობრივ ექსპერტებთან. კვლევის ეტაპის დასრულების შემდეგ კი, ხედვის მომზადების პროცესში უცხოელი ექსპერტი ჩაერთვება.


ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზიისა და განახლებისთვის დაგეგმილი სამუშაოების შესახებ შეხვედრაზე, საპროექტო ჯგუფმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას პრეზენტაცია წარუდგინა.


პროექტში ჩართული მხარეების საწყის ეტაპზევე შეხვედრა ქალაქის განვითარებისთვის სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას ისახავს მიზნად.