სახელმწიფო შესყიდვის 2023 წლის 18 დეკემბრის (კონკურსი CNT230000083) №167-2023 ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ამუშავებს ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავების/განახლების დოკუმენტაციას.
ამ ეტაპზე სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში წარმოდგენილია კონცეფციის საწყისი ვერსია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის განხილვა. „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის № 260 დადგენილების მე-17 მუხლის შესაბამისად, კონცეფციის დოკუმენტაცია ექვემდებარება საჯარო განხილვას.
კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს 12:00 საათზე, ქალაქ ბორჯომში, მისამართი: კოსტავას ქუჩა №3, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;
ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მესხეთის ქუჩა №5.
დოკუმენტაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1FE1cseLa9g8CjrrirE8icuE83gJjk4lm?usp=sharing