ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალაქ ბორჯომის გენერალური და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმების კონცეფციის საჯარო განხილვა შედგა

ქალაქ ბორჯომის გენერალური და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმების კონცეფციის საჯარო განხილვა შედგა

ქალაქ ბორჯომის გენერალური და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმების კონცეფციის საჯარო განხილვა შედგა. საპროექტო ჯგუფმა მომზადებული დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირებისთვის, პრეზენტაციის სახით წარადგინა. ქალაქ ბორჯომის გენერალურ და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმებზე, ასევე, მოქმედი დოკუმენტაციის რევიზიაზე, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მუშაობს. კონცეფციის დოკუმენტაციის საჯარო განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მესხეთის ქუჩა №5.