ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმისთვის კონცეფციის დამუშავება დაიწყო

დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმისთვის კონცეფციის დამუშავება დაიწყო

დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმისთვის კონცეფციის დამუშავება დაიწყო. საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ხედვის პრეზენტაცია მგეგმარებელთა ჯგუფმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, გრძელვადიანი სტუმრებისთვის ჯანსაღი კურორტის ჩამოყალიბება, მოკლევადიანი ვიზიტორებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ალგეთის დაცული ტერიტორიებისთვის მთავარი კარიბჭის შინაარსობრივი ფუნქციის გაძლიერება - დაბა მანგლისის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები ხედვის ეტაპზე გამოიკვეთა. შეხვედრაზე მიღებული უკუკავშირი საპროექტო დოკუმენტაციაში აისახება.

პირველ ეტაპზე წინასაპროექტო კვლევის სამუშაოები ჩატარდა და მიღებული შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში აისახა. ინფორმაციის სისტემატიზება ქალაქგეგმარებით, არქიტექტურულ, ეკონომიკურ, საინჟინრო, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ემსახურებოდა.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება მუნიციპალიტეტების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.


https://www.youtube.com/watch?v=_6wG3NISeJk