ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა

დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა

დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტზე მომუშავე სპეციალისტებმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია მოქალაქეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს. წარდგენის დასრულების შემდეგ კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია შეიმუშავა ერთობლივმა საწარმომ - Groupe Huit (Lead; France) და Artstudio Project (JV partner; Georgia).  მასსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 2025 წლის 24 თებერვალს გაფორმდა.
საჯარო განხილვას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის I მოადგილე თინათინ ყოლბაია, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
განხილვის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, წერილობითი შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინოს შემდეგ მისამართებზე: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მის: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27);  ელ.ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge