ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სივრცითი ფორუმის მონაწილე ექსპერტების ვიზიტი ყაზბეგში

სივრცითი ფორუმის მონაწილე ექსპერტების ვიზიტი ყაზბეგში

სივრცითი ფორუმის მონაწილე ექსპერტებმა სივრცის დაგეგმარების საკვლევი არეალების გაცნობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვიზიტით დაასრულეს. ფორუმის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა რუსთავი, გარდაბანი, მცხეთა, წეროვანი, მუხრანი და გუდაური დაათვალიერეს.

ლოკაციებზე ვიზიტის დასრულების შემდეგ, 60-მდე ექსპერტი 6 თემატურ ჯგუფში განაწილდება. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ისინი არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო გამოცდილებას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საბოლოო დასკვნებსა და პრეზენტაციებს წარმოადგენენ. მომზადებულ მასალაზე დაყრდნობით კი, დასკვნითი რეზოლუცია შემუშავდება.