სივრცითი ფორუმის მონაწილე ექსპერტები სივრცის დაგეგმარების საკვლევ არეალებს ეცნობიან. სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე უცხოელ და ქართველ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად რუსთავსა და გარდაბანში იმყოფებოდა.
საქართველოში პირველი სივრცითი ფორუმის მონაწილეებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის აგლომერაციის ფარგლებში, რუსთავის განვითარების გეგმა განიხილეს.
