სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ინტეგრირებული ურბანული დაგეგმვის სტანდარტებს ნერგავს. ამ მიზნით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ფორმატის ფარგლებში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ურბანული და სივრცითი პროექტების დამუშავების მიდგომები განიხილეს.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ ახალი მიმართულების დანერგვისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, დააანონსა ის ერთობლივი პროექტები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექვს ლოკაციაზე განხორციელდება.
სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგიის პრეზენტაციაც შედგა. აღნიშნული მიდგომით, შესაძლებელი გახდება ხარჯთეფექტიანობის ანალიზის და ეკონომიკური გათვლების გაკეთება.