ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ინტერესთა გამოხატვა დაიწყო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ინტერესთა გამოხატვა დაიწყო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ინტერესთა გამოხატვა დაიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო საერთაშორისო და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიებისგან შემდგარ კონსორციუმს იწვევს.

გამარჯვებული საკონსულტაციო კონსორციუმი აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით, ხარისხსა
და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით გამოვლინდება. დაინტერესებული კომპანიები განაცხადის გაკეთებას, აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით, 9 აგვისტომდე შეძლებენ.

" target="_blank">