ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის პროექტისა და სტრატეგიული
გარემოსდაცვითი შეფასების საჯარო განხილვა ჩატარდა. დოკუმენტის პრეზენტაცია საპროექტო
ჯგუფმა სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გააცნო.
საპროექტო არეალი სოფელ ქვეშეთს, არახვეთს, ზაქათკარს,
ბედონს, ციხიანს, შარმიანს, ქოროღოს, სვიანა-როსტაინს, იუხოს, ბენიანთ-ბეგონს, მუღურეს
და წკერეს, ჯამში 2 721.5 ჰექტარს მოიცავს. განაშენიანების გეგმა არეალის განვითარების პოტენციური მიმართულების
ჩარჩო-პირობებს განსაზღვრავს.