მანგლისის განაშენიანების გეგმის კონცეფციის
პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა. საპროექტო კომპანიამ დაინტერესებულ პირებს მომზადებული
დოკუმენტაცია პრეზენტაციის სახით წარუდგინა. დოკუმენტაცია დარგობრივი კვლევების შედეგების მოკლე
შეჯამებას მოიცავდა. კერძოდ, მიმოხილული იყო საკვლევი არეალის საზღვრები, ისტორიულ-კულტურული
მემკვიდრეობა, ბუნებრივ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ფასეულობები. დოკუმენტში განხილული
იყო განაშენიანების სტრუქტურა და ფუნქციურ-მოცულობითი ანალიზი. ასევე, საინჟინრო ინფრასტრუქტურა,
ტრანსპორტი, მობილობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები და
ეკონომიკური სექტორის ანალიზი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად 15 სამუშაო დღის ვადა ჰქონდათ განსაზღვრული. დოკუმენტაციის მომზადება საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობას, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნას და ტერიტორიული არეალის მდგრად სივრცით განვითარებას ისახავს მიზნად.