ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მემორანდუმი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან

მემორანდუმი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის წინასაპროექტო კვლევების და პროექტირების ეტაპზე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სპეციალისტები ჩაერთვებიან. შესრულებული გადაწყვეტებისა და გეგმარებითი სამუშაოების შედეგებზე დარგის სპეციალისტები დასკვნებს მოამზადებენ.


შეთანხმებას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას, გამართავენ ერთობლივ ღონისძიებებს და საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებენ. თანამშრომლობის შედეგად შესაბამისი პროფილის საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საპროექტო-კვლევით ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობა, ასევე, სტუდენტებისა და პერსონალის პროფესიული უნარების განვითარება იქნება უზრუნველყოფილი.

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს. სტუდენტთა სტაჟირების, სამეცნიერო-ანალიტიკური საქმიანობისა და სექტორული ტრენინგ-კურსების ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც გაფორმდა.