სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია, ერთობლივი კვლევების, პროექტებისა და სტრატეგიული გეგმების განხორციელებით, ხელი შეუწყოს ეფექტიან და სტრუქტურულ თანამშრომლობას - ტურიზმის, ურბანული განვითარების, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის და მდგრადი განვითარების მიმართულებებში.