ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია მომზადდა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია მომზადდა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია მომზადდა. დოკუმენტი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ ადგილობრივ ექსპერტებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, 25-28 აპრილს ქვეყანაში ჩატარებული სივრცითი ფორუმის ფარგლებში დამუშავებულ დავალებას ეფუძნება. პროცესში აზიის განვითარების ბანკის (ADB), გაეროს ადამიანის განსახლების პროგრამისა (UN-Habitat) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტები მონაწილეობდნენ.

სააგენტოს უფროსის, იოანე მენაბდის განცხადებით, ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავება საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია ადგილობრივი ექსპერტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით დამუშავდება. მომდევნო ეტაპზე კი, სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი შეირჩევა. კონსორციუმი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტექნიკური დავალებისა და ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე, ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების გეგმას შეიმუშავებს.