ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მესტიაში მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მესტიაში მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მესტიაში მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს პროექტის ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციის სახით წარუდგინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე შეიმუშავა. დოკუმენტის მიზანია მესტიაში უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარება. შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე დაესწრნენ. მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/m43mzaax დოკუმენტაციის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება 28 ივლისამდე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ელ. ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge mailto:sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge ან მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე - დაბა მესტია, სეტის მოედანი N1;