ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საკვლევი არეალების გაცნობა

საკვლევი არეალების გაცნობა

სივრცითი ფორუმის მონაწილე ექსპერტები, სივრცის დაგეგმარების საკვლევი არეალების გაცნობის მიზნით, მცხეთაში იმყოფებოდნენ. ექსპერტებმა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები მოინახულეს. სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, იოანე მენაბდის განცხადებით, ექსპერტების მცხეთაში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მდგრადი სივრცითი მოწყობის პროექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი განვითარების სწორი მიმართულებების დადგენა ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. სივრცითი ფორუმის ფარგლებში, ექსპერტები სხვადასხვა ლოკაციას სტუმრობენ, რაც მათ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკურ დავალებაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.