ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სივრცითი ფორუმის დახურვა

სივრცითი ფორუმის დახურვა

საერთაშორისო სივრცითი ფორუმი დასრულდა. ექსპერტებმა საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკურ დავალებაზე დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. მასალა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა საკვლევი არეალების გაცნობის და ექვს თემატურ ჯგუფში მუშაობის შედეგად მოამზადეს.


სივრცით ფორუმში 60-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მონაწილეობდა. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ექსპერტებმა ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები, პრობლემები, და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე დაყდრნობით, დაგეგმვის მთავარი პრინციპები შემუშავდა.


სივრცითი ფორუმი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. ის 25 აპრილს გაიხსნა და 4 დღეს გაგრძელდა.