რეგიონებში ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემა დაინერგება. ამ მიზნით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ტრენინგების სერიას განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ, გადამზადება შიდა ქართლის რეგიონის - გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გაიარეს. ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა რეგიონს მოიცავს. ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, სივრცითი კოდექსით გათვალისწინებული ყველა მოქმედება დისტანციურად განხორციელდება.