ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ტრენინგები ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის პროცესისთვის კახეთის რეგიონში ჩატარდა

ტრენინგები ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის პროცესისთვის კახეთის რეგიონში ჩატარდა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების სერიის ფარგლებში, სპეციალისტები კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან გადამზადდნენ. ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, დისტანციურად განხორციელდება: სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა; სივრცითი კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებები, მათ შორის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება და დამტკიცება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, ზედამხედველობა, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეების განსაზღვრა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და სხვა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრონული ადმინისტრაციული წარმოება 1-ლი თებერვლიდან სავალდებულო ხდება. ტრენინგების სერია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს.