ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ტრენინგი რეგიონებში ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით

ტრენინგი რეგიონებში ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით

რეგიონებში ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ტრენინგებს მართავს. შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან გადამზადდნენ. ტრენინგების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ სასწავლო შეხვედრები შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩატარდება. ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა და სხვა სივრცითი კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებები, დისტანციურად განხორციელდება.