„ქვემო ქართლის არქიტექტურულ-ესთეტიკური გზამკვლევი“
„ქვემო ქართლის არქიტექტურულ-ესთეტიკური
გზამკვლევი“ სამხარეო დონეზე
შემუშავებული დოკუმენტია, რომლის მიზანია არქიტექტურის ნაშენ და ბუნებრივ
გარემოსთან ჰარმონიზაციის გზით დასახლებათა სივრცით-ესთეტიკური ხარისხის
გაუმჯობესება. მისი კვლევითი ნაწილი აღწერს გეგმარებითი არეალის განაშენიანების
თავისებურებებსა და არქიტექტურულ სპეციფიკას. ახალი მშენებლობებისა და
რეკონსტრუქციის პროცესის ხელშესაწყობად, გზამკვლევი ადგენს შენობის ელემენტების მასალათა
და ფერთა პალიტრას და აერთიანებს
პრაქტიკულ რეკომენდაციებსა თუ სამაგალითო საპროექტო შეთავაზებებს მოწესრიგებული
საცხოვრებელი გარემოს ფორმირებისთვის.