„ქუთაისის სივრცითი განვითარების, განაშენიანების მართვისა და არქიტექტურული ესთეტიკის გზამკვლევი“
„ქუთაისის
სივრცითი განვითარების, განაშენიანების მართვისა და არქიტექტურული ესთეტიკის გზამკვლევი“ ქალაქის დონეზე შემუშავებული
დოკუმენტია, რომლის მიზანია ისტორიული იდენტობის დაცვისა და თანამედროვე
არქიტექტურის კონტექსტთან ჰარმონიზაციის გზით ქალაქის სივრცით-ესთეტიკური ხარისხის
გაუმჯობესება. მისი კვლევითი ნაწილი აღწერს ქალაქის მრავალშრიანი ურბანული
ქსოვილის, ქალაქგეგმარებითი ეტაპებისა და არქიტექტურულ სპეციფიკას. ახალი
მშენებლობებისა და რეკონსტრუქციის პროცესის ხელშესაწყობად, დოკუმენტი ადგენს
ფასადის ელემენტების, მასალებისა და ფერთა პალიტრის ესთეტიკურ პარამეტრებს და
აერთიანებს პრაქტიკულ რეკომენდაციებსა თუ საპილოტე საპროექტო შეთავაზებებს
მოწესრიგებული, ქალაქის ხასიათზე დაფუძნებული
ურბანული გარემოს ფორმირებისთვის.