ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (№74.06.14.167; 74.06.11.058; 74.06.14.644; 74.06.11.849; 74.06.11.849; 74.06.01.701) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოქალაქე ნიკოლოზ თოფურიძის განცხადების საფუძველზე სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 6 დეკემბრის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრა ვიქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.14.167; 74.06.11.058; 74.06.14.644; 74.06.11.849; 74.06.11.849; 74.06.01.701) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცემის თაობაზე„ № 1-1/37 ბრძანებისა და სააგენტოს უფროსის 2024 წლის 9 თებერვლის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.14.167; 74.06.11.058; 74.06.14.644; 74.06.11.849; 74.06.11.849; 74.06.01.701) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის თაობაზე„ №1-1/9 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შეთანხმების პროცესი.

დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.14.167; 74.06.11.058; 74.06.14.644; 74.06.11.849; 74.06.11.849; 74.06.01.701) განთავსებულია გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად, ხვდება ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიზე, სასოფლო-სამოსახლო ზონის (შზ-1)-ად განვითარებისათვის დასაშვებ არეალში.

დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის განვითარება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, სასოფლო-სამოსახლო ზონის (შზ-1)-ში დადგენილი პარამეტრების დაცვით. 

დოკუმენტი იხ. ბმულზე: 
https://shorturl.at/pxeFy