პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: SUDA/LCIP/QCBS-01
საქართველომ მიიღო აზიის განვითარების ბანკის (The Asian Development Bank) დაფინანსება პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ (LCIP-PRF) განსახორციელებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებს ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების მომზადებაზე ინტერესთა გამოსახატად.
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 თვე
გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით - „Procurement Regulations for ADB Borrowers“, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით (QCBS) გამოვლინდება. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers
ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე:
https://selfservice.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_PROFILE_PAGE&selNo=197492;
ინტერესთა გამოხატვის დასრულების თარიღი: 7 მაისი, 2024;
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება (ინგლისურ ენაზე):
- ტექნიკური დავალება - ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმები