ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, შესაბამისი საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესები


საბანკო რეკვიზიტები     დადგენილება №280 

მომსახურების სახეები და საფასურის განაკვეთებია:

  • ავტონომიური რესპუბლიკების ან/და მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და მათი შემადგენელი ნაწილის შემუშავების მიზნით, დავალების მომზადება − ავტონომიური რესპუბლიკების ან/და მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და მათი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 10%;
  • ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის დასკვნის მომზადება −ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 4%;


  • ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების მიზნით დავალების მომზადება − ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 9%;


  • ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის დასკვნის მომზადება − ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);


საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიციირებული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის დამტკიცება:


  • განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);


  • განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);


  • განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);


შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება ხორციელდება მხოლოდ გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით (I სტადიის − კონცეფციის გარეშე), განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების მომსახურების საფასური შეადგენს განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 6%-ს, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-  ს არ აღემატება);

ქალაქთმშენებლობითი დასკვნის გაცემა მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით:

  • 1 სამუშაო დღის ვადაში – 1 000 ლარი;
  • 5 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი;
  • 10 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი;
  • 1 თვის ვადაში – 200 ლარი;

კერძო ინიციატივის საფუძველზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და დასკვნის გაცემა − 50,000 ლარი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან/და კვლევის წარდგენა;

საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება − 50,000 ლარი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან/და კვლევის წარდგენა;

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის შეთანხმება:

  • ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 6 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);


  • ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);


  • ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება ხორციელდება მხოლოდ გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით (I სტადიის − კონცეფციის გარეშე), განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების მომსახურების საფასური შეადგენს განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 8%-ს, მაგრამ არანაკლებ 6 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება).

კონსულტაცია/ტრენინგები:

  • სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა) ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე კონსულტაცია − 500 ლარი;
  • განაშენიანების დეტალური გეგმის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე კონსულტაცია − 300 ლარი;
  • განსაკუთრებული რეგულირების ზონებსა და ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებული კონსულტაცია − 200 ლარი;
  • ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება (თითოეული ტრენერის დღიური ანაზღაურება) − 600 ლარი;

ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა:

  • გენერალური გეგმის კონცეფცია და პროექტი – 25 000 ლარი:
  • გენერალური გეგმის კონცეფცია – 12 500 ლარი;
  • გენერალური გეგმის პროექტი – 12 500 ლარი;
  • განაშენიანების გეგმის კონცეფცია და პროექტი – 10 000 ლარი:
  • განაშენიანების გეგმის კონცეფცია – 5 000 ლარი;
  • განაშენიანების გეგმის პროექტი – 5 000 ლარი;
  • განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი – 5 000 ლარი;


სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა:

  • სივრცითი გეგმის კონცეფცია და პროექტი – 40 000 ლარი:
  • სივრცითი გეგმის კონცეფცია – 20 000 ლარი;
  • სივრცითი გეგმის პროექტი – 20 000 ლარი.

საფასურის გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი:

  • საფასურისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. გათავისუფლების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა წარედგინება სააგენტოს, რომელიც დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად.
  • იმ შემთხვევაში, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.

გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

  • სააგენტო, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
  • დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით;
  • გადახდილი საფასური ბრუნდება ნაწილობრივ, თუ სააგენტო ამ წესის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარემოებათა შესწავლის შედეგად, მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სრულად გადახდილი საფასურის 80%;
  • საფასურის დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;

საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.