განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N64.30.12.340) ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანებისთვის
წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტით დაგეგმილია ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ჯესკო-ინვესტი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის მშენებლობა. გდგ-ს საპროექტო არეალის (გეგმარებითი ერთეულის) საერთო ფართობი შეადგენს 6066 კვ.მ-ს.
პროექტით განსაზღვრულია 13 ერთეული 2
სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი თანამედროვე
ინფრასტრუქტურისა და მისთვის საჭირო რეკრეაციული ზონის მოწყობით.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
მომზადდა შპს „პროექტი 17“-ის საპროექტო ჯგუფის მიერ დამკვეთის (შპს ,,ჯესკო-ინვესტის“)
დირექტორის ვახტანგ კომახიძის საპროექტო დავალების, საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი
გეგმების შემუშავების წესის საფუძველზე.
მიმდინარეობს კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვა/შეთანხმება.