ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა

ჩამოტვირთვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2024 წლის 20 დეკემბრის N 1845 განკარგულების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებას.

დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება. „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აღნიშნული კონცეფციები ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა ჩატარდება მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, მისამართზე: ქ. ონი, დავით აღმაშენებლის ქ. N40 (ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა).

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გეგმების კონცეფციები ელექტრონული და მატერიალური სახით. განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ. ონი, დავით აღმაშენებლის ქ. N40)

ქ. ოზურგეთის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

ჩამოტვირთვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში კონსულტანტის მიერ წარმოდგენილია ქ. ოზურგეთის გენერალური გეგმის კონცეფცია. დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

ქ. ოზურგეთის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2026 წლის 18 დეკემბერს 12:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მისამართზე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, მე-9 ქუჩა. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღება გაგრძელდება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ. ოზურგეთი, მერაბ კოსტავას ქ. N1)


ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

ჩამოტვირთვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში კონსულტანტმა წარმოადგინა ქ. ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფცია. დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება. „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს. ქ. ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2026 წლის 16 დეკემბერს 14:00 საათზე, მისამართზე: ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N18 (ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზი). საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით. მოსაზრებების წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღება გაგრძელდება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ. ახალციხე, მერაბ კოსტავას ქ. N18).

სიღნაღის განვითარებისათვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება

ჩამოტვირთვა

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სივრცითი და ქალაქთმშეწებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალა საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება. დოკუმენტაციის მომზადება გეგმარებითი ერთეულის მოწესრიგებული და დაბალანსებული განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ „ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ - სივრცითი და ქალათმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) 2026 წლის 26 ივნისის ბ138.138261772 ბრძანების საფუძველზე, შპს „იგლ ჰილს საქართველო“ ამუშავებს ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმას. ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს განაშენიანების გეგმის კონცეფციის დოკუმენტაციის განხილვა.

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 26 ნოემბერს 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის კულტურის სახლში. მისამართი: ქალაქი გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N70.

დასწრების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. 
დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://drive.google.com/drive/folders/1uTancbPPiggBLQ8KwNyvDaSAq5l0aylX?usp=drive_link

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge   

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავება

ჩამოტვირთვა

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №74.06.15.401, №74.06.15.236, № 74.06.11.368) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2026 წლის 04 თებერვლის № ბ138. 138260351 ბრძანების საფუძველზე, განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავება.

დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (საკადასტრო კოდები: №74.06.15.401, №74.06.15.236, № 74.06.11.368) მდებარეობს "გუდაურის და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის № 587 დადგენილები
თ (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის ფარგლებში. დადგენილების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება ბუნებრივი ლანდშაფტური ტერიტორია (ლტ), სადაც გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის მიხედვით სამშენებლო განვითარება დასაშვებია სასოფლო-სამოსახლო ქვეზონით (შზ-1), შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებით: კ1-0.3; კ2-0.5; კ3-0.3; შენობის მაქსიმალური სართულიანობა 3 ან 2 + მანსარდის სართული. ამასთან, მაქსიმალური სიმაღლე კედლის ბოლომდე 8 მეტრი, კეხში 10 მეტრი.

დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,  მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმა მომზადდება

ჩამოტვირთვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმა მომზადდება. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ, გეგმის შემუშავების მიზნით, გამოცხადებულ კონკურსში “არქიტექტურულ-დიზაინერულმა ჯგუფმა” გაიმარჯვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2026 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა.

 

იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმები, საბაზისო-თემატური გეგმები მომზადდება. დოკუმენტი, მისი მოქმედების პერიოდში, იქნება სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის და იმოქმედებს შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე.

 

დოკუმენტი შექმნის საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალება და შესაბამისი დოკუმენტაცია, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=691734&lang=ge

 

საბაზისო-თემატური გეგმები მუნიციპალიტეტების მოწესრიგებულ განვითარებას,  ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

 

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმა

ჩამოტვირთვა

გაცნობებთ, რომ "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული N4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2026 წლის 7 აგვისტოს №: ბ138. 138262191 ბრძანების საფუძველზე, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესი.

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენ
ა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge       

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, №15 საპროექტო არეალში მდებარე N64.30.07.414 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.07.414) ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შეთანხმება/დამტკიცების პროცედურები. დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №64.30.07.414) მდებარეობს „ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული №15 გეგმარებითი არეალის თემატური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019 წლის 29 მარტის №175 დადგენილებით დამტკიცებულ თემატურ გეგმაში, რომლის განვითარებაც დასაშვებია განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში. ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე ,,ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის № 591 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული დანართების შესაბამისად, ვრცელდება ქუჩების ტერიტორია და შემდეგი ფუნქციური ქვეზონა: საკურორტო ზონა 2 (შზ-7) - განვითარება დასაშვებია შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებით: კ1-0.2; კ2-0.2; კ3-0.4; მაქსიმალური სართულიანობა: 3 სართული მანსარდით; მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი, კეხში 16 მეტრი, სამშენებლო მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი: 500 კვ.მ; წარმოდგენილი საპროექტო წინადადება ითვალისწინებს არსებული 1 მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილებასა და მის ოპტიმალურ დაყოფას 6 დამოუკიდებელ ნაკვეთად. საპროექტო ტერიტორია განვითარდება საცხოვრებელი ფუნქციით, სადაც თითოეულ ნაკვეთზე შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და შესაბამისი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება. არსებული ზონები - ტერიტორია ქუჩებისთვის და საკურორტო ზონა 2 (შზ-7) - რჩება უცვლელი. საცხოვრებელი უბნის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა მისასვლელი გზა და ტროტუარები.

აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/bdehtvs4 

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge