საჯარო ინფორმაცია
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სივრცითი და ქალაქთმშეწებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალა საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება. დოკუმენტაციის მომზადება გეგმარებითი ერთეულის მოწესრიგებული და დაბალანსებული განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა
გაცნობებთ, რომ „ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ - სივრცითი და ქალათმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) 2026 წლის 26 ივნისის ბ138.138261772 ბრძანების საფუძველზე, შპს „იგლ ჰილს საქართველო“ ამუშავებს ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმას. ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს განაშენიანების გეგმის კონცეფციის დოკუმენტაციის განხილვა.
ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 26 ნოემბერს 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის კულტურის სახლში. მისამართი: ქალაქი გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N70.
დასწრების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://drive.google.com/drive/folders/1uTancbPPiggBLQ8KwNyvDaSAq5l0aylX?usp=drive_link
სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე
(საკადასტრო კოდები: №74.06.15.401, №74.06.15.236, № 74.06.11.368) ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა
და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების
სააგენტოს 2026 წლის 04 თებერვლის №
ბ138. 138260351 ბრძანების საფუძველზე, განაშენიანების დეტალური გეგმის
პროექტის შემუშავება.
დაინტერესებაში
არსებული ტერიტორია (საკადასტრო კოდები: №74.06.15.401, №74.06.15.236, №
74.06.11.368) მდებარეობს "გუდაურის და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის
ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის
2019 წლის 2 დეკემბრის № 587 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის ფარგლებში.
დადგენილების შესაბამისად,
საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება ბუნებრივი ლანდშაფტური ტერიტორია
(ლტ), სადაც გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური
გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის მიხედვით სამშენებლო
განვითარება დასაშვებია სასოფლო-სამოსახლო ქვეზონით (შზ-1), შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებით:
კ1-0.3; კ2-0.5; კ3-0.3; შენობის მაქსიმალური
სართულიანობა 3 ან 2 + მანსარდის სართული. ამასთან, მაქსიმალური
სიმაღლე კედლის ბოლომდე 8 მეტრი, კეხში 10 მეტრი.
დაგეგმვის
ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და
მათი დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.
სსიპ
- სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის
გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმა მომზადდება. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი
განვითარების სააგენტოს მიერ, გეგმის შემუშავების მიზნით, გამოცხადებულ კონკურსში “არქიტექტურულ-დიზაინერულმა
ჯგუფმა” გაიმარჯვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
2026 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა.
იმ
მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი
გეგმები, საბაზისო-თემატური გეგმები მომზადდება. დოკუმენტი, მისი მოქმედების პერიოდში,
იქნება სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და მშენებლობის ნებართვის
გამცემი ორგანოსთვის და იმოქმედებს შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების
დამტკიცებამდე.
დოკუმენტი
შექმნის საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი
გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ტექნიკური
დავალება და შესაბამისი დოკუმენტაცია, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=691734&lang=ge
საბაზისო-თემატური
გეგმები მუნიციპალიტეტების მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების
რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
გაცნობებთ,
რომ "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული N4 საპროექტო არეალის განაშენიანების
გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ-სივრცითი
და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2026 წლის 7
აგვისტოს №: ბ138. 138262191 ბრძანების
საფუძველზე, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის შემუშავების
პროცესი.
სსიპ
- სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ
პირს, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული
ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, №15 საპროექტო არეალში მდებარე N64.30.07.414 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას იწყებს. პირველი ასეთი დოკუმენტი სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის მომზადდება.
იმ მუნიციპალიტეტებისთვის,
რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმები, იქმნება
საბაზისო-თემატური გეგმა - დროებითი, გარდამავალი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ზემოთ
დასახელებული გეგმების დამტკიცებამდე ტერიტორიის დაბალანსებული და მდგრადი განვითარების
სახელმძღვანელო საფუძველი იქნება.
საბაზისო-თემატური
გეგმები მუნიციპალიტეტების მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების
რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
პირველი
საბაზისო-თემატური გეგმა სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის მომზადდება. დოკუმენტს საპროექტო
კომპანია „სითი ინსტიტუტი“ შეიმუშავებს.
გეგმა
განსაზღვრავს სამტრედიის ტერიტორიის განვითარების ძირითად მიმართულებებს და შექმნის
იმ საბაზისო წინაპირობებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას, ტერიტორიების
განვითარების შესახებ გადაწყვეტილებები მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად
მიიღოს.
საბაზისო-თემატური
გეგმა, მისი მოქმედების პერიოდში, იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი მუნიციპალიტეტის
შესაბამისი ორგანოებისა და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის და იმოქმედებს
შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე. დოკუმენტი შექმნის
საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი
გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.
სამტრედიაში
ამ პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო მოწესრიგებული, დაბალანსებული და მდგრადი
განვითარებისკენ.
საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2035-ის მომზადებაზე - გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
"საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2035"-ის მომზადებაზე კონტრაქტი ერთობლივ საწარმო "EY Georgia and Lucerne University of Applied Sciences and Arts"-ს მიენიჭა
გაცნობებთ,
რომ "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული N4 საპროექტო არეალის განაშენიანების
გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ-სივრცითი
და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2026 წლის 7
აგვისტოს №: ბ138. 138262191 ბრძანების
საფუძველზე, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის შემუშავების
პროცესი.
სსიპ
- სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ
პირს, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული
ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge