საჯარო ინფორმაცია
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „თავისუფალი ექსპერტებს“ - ს შორის გაფორმებული 2023 წლის 3 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N147-2023 ხელშეკრულების საფუძველზე (CNT230000071) კომპანია ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების საპროექტო სამუშაოებს.
შპს „თავისუფალი ექსპერტების“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ხელშკრულებით გათვალისწინებული მეოთხე ეტაპის დოკუმეტაცია, რომელიც მოიცავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმას.
დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე -4 და მე - 5 პუნქტების შესაბამისად აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
გეგმის პროექტისა და სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 06 მარტს 12:00 საათზე, მისამართი: ქ.დუშეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მისამართი: რუსთაველის ქუჩა №27.
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის პროექტი და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ელექტრონულ ფორმატში.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: რუსთაველის ქუჩა №27
საჯარო განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით - 05.30.38.037, 05.30.37.035, 05.30.37.036 - განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი
გაცნობებთ, რომ სსიპ - სივრცითი და ქალქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 05.30.38.037, 05.30.37.035, 05.30.37.036 განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი, რომელიც დამუშავებულია შპს „ზიარ არქიტექტურა"-ს მიერ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ"-ის დაკვეთით.
განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმში,ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძლის მოწყობა და განვითარება.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის №497 დადგენილებით საპროექტო ტერიტორიას მიენიჭა განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი.
აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2024 წლის 18 იანვრის N1-1/4 ბრძანებით მოხდა განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირება და დავალების გაცემა. აღნიშნულის საფუძველზე კი შემუშავდა და, სააგენტოს უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის N1-1/4 ბრძანებით, დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია საქმიანი ზონა (შზ-3)-ის და დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2)-ის შესაბამისად. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია გამწვანებული და სატრანსპორტო ტერიტორიები. საქმიან ზონაში დაგეგმილია მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების, სასტუმროების, ჯანდაცვის, განათლების, კომერციული, სავაჭრო, კვების, დასავენებელი და გასართობი ობიექტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება.
აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი მისამართიდან: https://drive.google.com/drive/folders/1Tg_i5oOkCnxlTtvvEiNTwWaV7yxyJj3i?usp=sharing
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოქალაქე ნოდარ ჭალაგანიძის განცხადების საფუძველზე სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 27 ოქტომბრის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები № 74.06.15.267; 74.06.15.366, 74.06.11.346, 74.06.15.399, 74.06.11.724, 74.06.15.064, 74.06.15.090) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის თაობაზე" № 1-1/54 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმების პროცესი.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 05.30.38.037, 05.30.37.035, 05.30.37.036 განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“
გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა - ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავების/განახლების დოკუმენტაცია
ამ ეტაპზე სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში წარმოდგენილია კონცეფციის საწყისი ვერსია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის განხილვა. „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის № 260 დადგენილების მე-17 მუხლის შესაბამისად, კონცეფციის დოკუმენტაცია ექვემდებარება საჯარო განხილვას.
კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს 12:00 საათზე, ქალაქ ბორჯომში, მისამართი: კოსტავას ქუჩა №3, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;
ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მესხეთის ქუჩა №5.
დოკუმენტაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1FE1cseLa9g8CjrrirE8icuE83gJjk4lm?usp=sharing
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის № 591 დადგენილებით დამტკიცებული N18 საპროექტო ტერიტორიის კორექტირება
გაცნობებთ, რომ შპს „ბაკურიანი ინნ“-ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №605 განკარგულებით დამტკიცებული „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე და მათ მომიჯნავედ, განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში შემავალ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის“ კორექტირებული პროექტის შეთანხმების პროცესი.
"ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის № 591 დადგენილებით დამტკიცებული დამტკიცებული N 18 საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 29 110.5 კვ/მ-ს და მოიცავს შემდეგ საკადასტრო ერთეულებს: N64.30.01.356; N64.10.02.185; N64.30.06.276 N64.30.06.071(მიმდინარე რეგისტრაცია); N64.30.06.070.
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის პროექტით, დაგეგმილია ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე შპს "ჯესკო-ინვესტის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის მშენებლობა. გდგ-ის საპროექტო არელის (გეგმარებითი ერთეულის) საერთო ფართობი შეადგენს 6066 კვ.მ-ს.
დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) მდებარეობს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული დანართების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საკურორტო ზონა 1 (შზ-6) და სპეციალური ზონა (სპზ-2). საპროექტო ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია გენგეგმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტით განსაზღვრულია 13 ერთეული 2 სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და მისთვის საჭირო რეკრეაციული ზონის მოწყობით. მონაკვეთზე სადაც ვრცელდება სპეციალური ზონა დაგეგმილია სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია მომზადდა შპს „პროექტი 17“-ის საპროექტო ჯგუფის მიერ დამკვეთის (შპს "ჯესკო-ინვესტის“) დირექტორის ვახტანგ კომახიძის საპროექტო დავალების, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის საფუძველზე.
მიმდინარეობს კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის განხილვა/შეთანხმება.