ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმა მომზადდება

ჩამოტვირთვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმა მომზადდება. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ, გეგმის შემუშავების მიზნით, გამოცხადებულ კონკურსში “არქიტექტურულ-დიზაინერულმა ჯგუფმა” გაიმარჯვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2026 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა.

 

იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმები, საბაზისო-თემატური გეგმები მომზადდება. დოკუმენტი, მისი მოქმედების პერიოდში, იქნება სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის და იმოქმედებს შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე.

 

დოკუმენტი შექმნის საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალება და შესაბამისი დოკუმენტაცია, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=691734&lang=ge

 

საბაზისო-თემატური გეგმები მუნიციპალიტეტების მოწესრიგებულ განვითარებას,  ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

 

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმა

ჩამოტვირთვა

გაცნობებთ, რომ "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული N4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2026 წლის 7 აგვისტოს №: ბ138. 138262191 ბრძანების საფუძველზე, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესი.

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენ
ა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge       

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, №15 საპროექტო არეალში მდებარე N64.30.07.414 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.07.414) ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შეთანხმება/დამტკიცების პროცედურები. დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №64.30.07.414) მდებარეობს „ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული №15 გეგმარებითი არეალის თემატური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019 წლის 29 მარტის №175 დადგენილებით დამტკიცებულ თემატურ გეგმაში, რომლის განვითარებაც დასაშვებია განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში. ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე ,,ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის № 591 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული დანართების შესაბამისად, ვრცელდება ქუჩების ტერიტორია და შემდეგი ფუნქციური ქვეზონა: საკურორტო ზონა 2 (შზ-7) - განვითარება დასაშვებია შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებით: კ1-0.2; კ2-0.2; კ3-0.4; მაქსიმალური სართულიანობა: 3 სართული მანსარდით; მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი, კეხში 16 მეტრი, სამშენებლო მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი: 500 კვ.მ; წარმოდგენილი საპროექტო წინადადება ითვალისწინებს არსებული 1 მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილებასა და მის ოპტიმალურ დაყოფას 6 დამოუკიდებელ ნაკვეთად. საპროექტო ტერიტორია განვითარდება საცხოვრებელი ფუნქციით, სადაც თითოეულ ნაკვეთზე შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და შესაბამისი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება. არსებული ზონები - ტერიტორია ქუჩებისთვის და საკურორტო ზონა 2 (შზ-7) - რჩება უცვლელი. საცხოვრებელი უბნის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა მისასვლელი გზა და ტროტუარები.

აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/bdehtvs4 

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge

სამტრედიისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება

ჩამოტვირთვა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას იწყებს. პირველი ასეთი დოკუმენტი სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის მომზადდება.

იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმები, იქმნება საბაზისო-თემატური გეგმა - დროებითი, გარდამავალი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ზემოთ დასახელებული გეგმების დამტკიცებამდე ტერიტორიის დაბალანსებული და მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო საფუძველი იქნება.


საბაზისო-თემატური გეგმები მუნიციპალიტეტების მოწესრიგებულ განვითარებას,  ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

პირველი საბაზისო-თემატური გეგმა სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის მომზადდება. დოკუმენტს საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ შეიმუშავებს.

გეგმა განსაზღვრავს სამტრედიის ტერიტორიის განვითარების ძირითად მიმართულებებს და შექმნის იმ საბაზისო წინაპირობებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას, ტერიტორიების განვითარების შესახებ გადაწყვეტილებები მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად მიიღოს.

საბაზისო-თემატური გეგმა, მისი მოქმედების პერიოდში, იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის და იმოქმედებს შესაბამისი სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე. დოკუმენტი შექმნის საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.

სამტრედიაში ამ პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო მოწესრიგებული, დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისკენ.

 

საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2035-ის მომზადებაზე - გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

ჩამოტვირთვა

"საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2035"-ის მომზადებაზე კონტრაქტი ერთობლივ საწარმო "EY Georgia and Lucerne University of Applied Sciences and Arts"-ს მიენიჭა 

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმა

ჩამოტვირთვა

გაცნობებთ, რომ "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული N4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე“ სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2026 წლის 7 აგვისტოს №: ბ138. 138262191 ბრძანების საფუძველზე, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული №4 საპროექტო არეალის განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესი.

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge      

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სამედიცინო დანიშნულების, სასტუმროსა და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავება

ჩამოტვირთვა

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს „ურეკი-ეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 26.34.01.409, 26.34.01.410 და 26.34.01.411 საკადასტრო კოდებით რეგისტრრებულ მიწის ნაკვეთებზე სამედიცინო დანიშნულების, სასტუმროსა და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცმის თაობაზ“ სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2025 წლის 6 ივნისის № 1-1/37 ბრძანების საფუძველზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავება.

დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (№ 26.34.01.409, 26.34.01.410 და 26.34.01.411 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი) მდებარეობს ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და ,,ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №590 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული დანართების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება შემდეგი ფუნქციური ზონები და ტერიტორიები: საკურორტო ზონა 2 (შზ-7) (საპროექტო) - განვითარება დასაშვებია შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებით: კ1-0.3; კ2-1.5; კ3-0.5; სპეციალური ზონა 2 (სპზ-2) (საპროექტო), ლანდშაფტური ტერიტორია (ლტ) და ლოკალური ტრანსპორტი და მთავარი ქუჩები (საპროექტო).

დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიაზე სამედიცინო დანიშნულების, სასტუმროსა და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მატერიალური სახით, მისამართზე: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ხოლო ელექტრონულად - მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge 


დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში

ჩამოტვირთვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპსნიუ სითი დეველოფმენთმა" წარმოადგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში.

დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპსნიუ სითი დეველოფმენთს” შორის 2023 წლის 03 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N154-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000063) საფუძველზე.

დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება. „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე - 3 და  მე - 5 პუნქტების შესაბამისად, გეგმის პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2026 წლის 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, მისამართზე: დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის . N5, კინოთეატრიბაკურიანი“.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: .ბორჯომი, მესხეთის ქუჩა N5; დოკუმენტაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1RvGxCJSJwxQ165teqbU_6rIQrY9o1pMZ?usp=drive_link

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის შესახებ

„ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2026 წლის N234 დადგენილებით, (შემდგომში - N234 დადგენილება) მინიჭებულ იქნა განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი.

აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში, კერძო ინიციატივის საფუძველზე იწყება ქალაქ თბილისისა გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკში განაშენიანების გეგმის შემუშავება.

საპროექტო არეალის ფართობი შეადგენს 6 335 813.3 კვ.მ-ს და მდებარეობს კრწანისის ტყე-პარკში, მტკვრის ორივე მხარეს. საპროექტო არეალი უშუალოდ უკავშირდება ს4 - საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

პროექტის მთავარი ამოცანაა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, მაღალი ხარისხის მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომლის უმეტესი წილი დაეთმობა ინდივიდუალურ განაშენიანებას, "ვილებისა" და „თაუნჰაუსების" სახით, ხოლო მცირე ნაწილი, განაშენიანების ცენტრი თავს მოუყრის საზოგადოებრივ და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge