ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩამოტვირთვა

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შემოტანილი იქნა მოქალაქე ჯაბა ფსუტურის 2024 წლის 23 დეკემბრის №2068/09 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია .,,გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ"  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს N420 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კორექტირება, კორექტირების მიზანს წარმოადგენს, საპროექტო არეალის ჩრდილოეთით საავტომობილო გზის დამატება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის MIA 8 23 01057465 წერილის მოთხოვნათა შესაბამისად.

საპროექტო ტერიტორია მდებაროებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე და მოიცავს 6 კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს: №74.06.11.276, №74.06.11.719, №74.06.11.477, №74.06.11.714, №74.06.11.790, №74.06.11.390.

საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება საავტომობილო მაგისტრალი: მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსი, რომელიც იწყება მცხეთასთან და მიემართება ჩრდილოეთით, გუდაურისა და სტეფანწმინდის გავლით რუსეთის საზღვრამდე. არსებული რელიეფი უმეტესად ქანობიანია. საშუალო დახრილობა წარმოადგენს 15 %-ს. ყველაზე დაბალი ნიშნული გვხვდება ტერიტორიის სამხრეთით და წარმოადგენს 2121 მეტრს, ხოლო ყველაზე მაღალი ნიშნული - ტერიტორიის ჩრდილოეთით და წარმოადგენს 2143 მეტრს. საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე მიწის ნაკვეთები ნაწილობრივ განაშენიანებულია, ძირითადად გვხვდება 2-3 სართულიანი საცხოვრებელი სახლები/სასტუმროები. საავტომობილო მაგისტრალს მიუყვება ხაზობრივი ნაგებობები - ელექტროგადამცემი ხაზი. საპროექტო ტერიტორიიდან 200 მეტრში, საავტომობილო მაგისტრალიდან ჩრდილოეთით, მდებარეობს საბაგირო და სათხილამურო სასრიალო ტრასა, რაც დამატებით მიმზიდველს ხდის არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებას.

კორექტირებული პროექტით ტერიტორიაზე დაიგეგმა დამატებითი შემოსასვლელი 7 მეტრიანი, ორმხრივი, ორზოლიანი  სამანქანო გზა სამხრეთიდან, რომლის დაერთება იგეგმება არსებული გზაზე. აღნიშნული გზის მონაკვეთი დაგეგმილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №74.06.15.419 (მუნიციპალიტეტის თანხმობის წერილი წარმოდგენილია პროექტის დანართის სახით). საპროექტო ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით მოეწყობა ორი ჩიხური გზა, რომელთა ზუსტი გაბარიტები და კონფიგურაცია შესაძლებელია დაზუსტდეს მიმდებარე ტერიტორიებზე გდგ-ების შეთანხმების სტადიაზე. დასავლეთით არსებული ნაკვეთები სამომავლოდ შეძლებენ, რომ ისარგებლონ და დაერთდნენ აღნიშნული გზებზე. კორექტირებული პროექტით ასევე ხდება, მხოლოდ №1 მიწის ნაკვეთზე რეგულირების წითელი ხაზის ცვლილება (რაც გამოიწვია ახალი გზის დამატებამ).

ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები რჩება უცვლელი. №420 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N591 დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილება

ჩამოტვირთვა

შენიშვნა: დოკუმენტაცია, შეგიძლიათ იხილოთ, თანდართული ფაილის სახით.

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე #4 გგ/გდგ არეალის განაშენიანების გეგმის შემუშავების ინიცირება

ჩამოტვირთვა

ბათუმის ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

როგორც ცნობილია, "ქ. ბათუმში, ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ" სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2024 წლის 15 ნოემბრის N649/ს ბრძანებისა და სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 13 დეკემბრის №21/12705 წერილის შესაბამისად, მიმდინარეობს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში - "სგშ") პროცედურები.

"სგშ"-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2025 წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, მის: ქალაქი ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. 25.

განხილვაზე დასწრება თავისუფალია. პროცესში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

დოკუმენტაცია იხ. ბმულზე: https://shorturl.at/BCK5P

ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

ჩამოტვირთვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში ა(ა)იპ-ის "სითი ინსტიტუტი საქართველო" მიერ წარმოდგენილ იქნა ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის კონცეფცია. დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ა(ა)იპ-ს "სითი ინსტიტუტი საქართველო" შორის 2023 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N167-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000083) საფუძველზე. დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს. ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 5 მარტს 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბორჯომი, კოსტავას მოედანი N3, კულტურის და ხელოვნების ცენტრი. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: საჯარო.განკჰილვები@სუდა.გოვ.გე; ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, N 5.

დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე: 
https://drive.google.com/drive/folders/1HvljVFcM63mzotST8_U39uSNbBXrUl4W?usp=sharing 

გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის საჯარო განხილვა

ჩამოტვირთვა

გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების


სივრცის დაგეგმარების გეგმის


საჯარო განხილვა 


სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპს "არტსტუდიო-პროექტი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა (პროექტი). 


დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს "არტსტუდიო-პროექტს“ შორის 2023 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N153-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000067) საფუძველზე. 


დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება. 


"სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს. 


სივრცის დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 7 მარტს 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოშური, სასტუმრო "სოლო გრანდი“. 


საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა ელექტრონული და მატერიალური სახით. 


განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის №5. 



დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1pgu8DoVb8BRMp0xqwRh1djVUBfFV3z5X?usp=sharing

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

ჩამოტვირთვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და  შპს „თავისუფალი ექსპერტებს“ - ს შორის გაფორმებული 2023 წლის 3 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N147-2023 ხელშეკრულების საფუძველზე (CNT230000071) კომპანია ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების საპროექტო სამუშაოებს. 

შპს „თავისუფალი ექსპერტების“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ხელშკრულებით გათვალისწინებული მეოთხე ეტაპის დოკუმეტაცია, რომელიც მოიცავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმას. 

დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე -4 და მე - 5 პუნქტების შესაბამისად აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

გეგმის პროექტისა და სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 06 მარტს  12:00 საათზე, მისამართი: ქ.დუშეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა  მისამართი: რუსთაველის ქუჩა №27.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის პროექტი და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ელექტრონულ ფორმატში. 

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;  და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: რუსთაველის ქუჩა №27

საჯარო განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: 

https://support.google.com/drive/answer/6283888?visit_id=638729555079808552-1167171030&p=unsupported_browser&rd=1


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით - 05.30.38.037, 05.30.37.035, 05.30.37.036 - განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი

გაცნობებთ, რომ სსიპ - სივრცითი და ქალქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 05.30.38.037, 05.30.37.035, 05.30.37.036 განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი, რომელიც დამუშავებულია შპს „ზიარ არქიტექტურა"-ს მიერ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ"-ის დაკვეთით. 


განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმში,ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძლის მოწყობა და განვითარება.


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების  თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის №497 დადგენილებით საპროექტო ტერიტორიას მიენიჭა განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი. 


აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2024 წლის 18 იანვრის N1-1/4 ბრძანებით მოხდა განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირება და დავალების გაცემა. აღნიშნულის საფუძველზე კი შემუშავდა და, სააგენტოს უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის N1-1/4 ბრძანებით, დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. 


ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია საქმიანი ზონა (შზ-3)-ის და დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2)-ის შესაბამისად. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია გამწვანებული და სატრანსპორტო ტერიტორიები. საქმიან ზონაში დაგეგმილია მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების, სასტუმროების, ჯანდაცვის, განათლების, კომერციული, სავაჭრო, კვების, დასავენებელი და გასართობი ობიექტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება.


აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი მისამართიდან: https://drive.google.com/drive/folders/1Tg_i5oOkCnxlTtvvEiNTwWaV7yxyJj3i?usp=sharing


შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge

განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმება

ჩამოტვირთვა

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოქალაქე ნოდარ ჭალაგანიძის განცხადების საფუძველზე სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 27 ოქტომბრის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები № 74.06.15.267; 74.06.15.366, 74.06.11.346, 74.06.15.399, 74.06.11.724, 74.06.15.064, 74.06.15.090) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის თაობაზე" № 1-1/54 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმების პროცესი.